მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ინტერი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა. გთავაზობთ ფეხბურთელებს შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – ყოველთვის დარწმუნებული საკუთარ საჯარიმოში. გალიარდინის ეპიზოდში არაფერი შეეძლო, უბრალოდ გაუმართლა.

კანსელუ 7.5 – მარცხნივ უკეთ ითამაშა, ვიდრე მარჯვნივ. მანჯუკიჩს მარგალიტი, საგოლე პასი გაუკეთა.

ლეონარდო ბონუჩი 6 – პერიშიჩმა და იკარდიმ ორჯერ დაასწრეს მეორე სართულზე, მთლიანობაში საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია.

კიელინი 7.5 – გიგანტი, დომინირებდა ყველაფერზე და ყველაზე.

დე შილიო 6.5 – სანდო თამაში ჩაატარა. შეცდომა დაუშვა ცოტა ან საერთოდ არ დაუშვია. ძირითად შემადგენლობაში ავანსებს ამართლებს.

ბენტანკური 6.5 – ზურგი ტკივა თუ არა, ნახევარდაცვაში საუკეთესოა.

პიანიჩი 6.5 – თავიდანვე ყვითელი ბარათი მიიღო. როგორც ჩანს, ნერვული თამაში ჰქონდა, როგორც მნიშვნელოვან მატჩებში ხშირად ხდება.

ემრე ჯანი შ.გ – კეთილი იყოს შენი დაბრუნება.

მატუიდი 6.5 – მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოსთან უხეში შეცდომა დაუშვა. თუმცა, მერე საკუთარი თავი იპოვა, საგოლე შეტევა სწორედ მან დაიწყო და კანსელუს ფლანგზე გაუკეთა გადაცემა.

დიბალა 5.5 – რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი მარცხენა ბურთს ყოველთვის მაღლა უშვებდა. რამდენიმე ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი გამოიმუშავა. შემდეგ შეცვალეს, თუმცა ამჯერზე ალბათ, ეს არ დაუმსახურებია,

დუგლას კოშტა 6 – კონტრშეტევები წამოიწყო, მაგრამ არა გადამწყვეტი.

რონალდუ 5.5 – „ინტერის“ ფეხბურთელებმა გაანეიტრალეს. ამჯერად, კრიშტიანუს თამაში არ ჰგავდა ფილმს.

მანჯუკიჩი 6.5 – კიდევ ერთხელ გაიტანა. კიდევ ერთხელ რთულ და გადამწყვეტ მომენტში!

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …