ტურინის „იუვენტუსმა“ „ინტერის“ დამარცხების შემდეგ (1:0), მორიგი რეკორდი დაამყარა. ტოპ ჩემპიონატებში საწყისი 15 ტურის შემდეგ 43 ქულა სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა, „იუვეს“ მსგავსი მიღწევა 2012-2013 წლების სეზონში „ბარსელონასაც“ ჰქონდა.
შესაბამისად, „იუვემ“ კატალონური გუნდის მიღწევა გაიმეორა და მომავალში გაუმჯობესების შანსი ექნება. საუბარია იმ პერიოდიდან, რაც გუნდებს გამარჯვების სანაცვლოდ 3 ქულა ენიჭებათ.