„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ შეხვედრას „ალიანც სთედიუმის“ ტრიბუნებიდან ადევნა თვალი ფაბიო კაპელომ. ლეგენდარული მწვრთნელი მოხიბლული დარჩა როდრიგო ბენტანკურის თამაშით და ურუგვაელი მარკო ტარდელის შეადარა.
„სრულყოფილი ნახევარმცველია, დიდი, დიდი ხარისხით. „იუვენტუსმა“ მისი სახით ახალი ტარდელი შეიძინა, რადგან მსგავსი მახასიათებლები გააჩნია. „ინტერთან“ მატჩს სტადიონიდან ვუყურე და გაოცებული დავრჩი მისი თამაშით“, – განაცხადა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერი“ მარიო მანჯუკიჩის გოლით დაამარცხა და სერია A-ში ლიდერობა განიმტკიცა.