მთავარი / სიახლეები / “იუვე” პოგბას დაბრუნებას იანვარში ეცდება

“იუვე” პოგბას დაბრუნებას იანვარში ეცდება

პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. ბოლო სამი მატჩია ფრანგი ნახევარმცველი „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. მოურინიომ პოლს მენტალიტეტი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ისეთივე ხასიათი უნდა აჩვენოს, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

Tuttosport-ი კი წერს, რომ „იუვენტუსი“ სიტუაციით სარგებლობას აპირებს და ფეხბურთელის გადაბირებას იანვრის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ პოგბას „იუვეში“ დაბრუნების შესახებ აქამდეც ბევრჯერ დაიწერა და სავარაუდოდ, მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …