მთავარი / სიახლეები / “იუვე” მანჯუკიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“იუვე” მანჯუკიჩს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსი“ მარიო მანჯუკიჩს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა შემცირებული ხელფასით. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელობას ხორვატთან თანამშრომლობის განახლება ძალიან უნდა.

ამჟამად, მანჯუკიჩის ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის ზაფხულამდეა, ხოლო ხელფასის სახით 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში. თუ მხარეები შეთანხმდნენ, მარიო „იუვესთან“ ორი ან სამი წლით გააგრძელებს კონტრაქტს და ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში 32 წლის ფეხბურთელს კარიერის ტურინში დასრულების შესაძლებლობაც მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩმა ყველა ტურნირის ჩათვლით 16 თამაში ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …