„ინტერსა“ და „იანგ ბოიზს“ შორის, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი შვეიცარიელებთან თამაშია“, – ეს სიტყვები მასიმილიანო ალეგრიმ „ნერაძურისთან“ მატჩამდე თქვა.
„იუვე“ ოთხშაბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „იანგ ბოიზს“ ესტუმრება და თუ გაიმარჯვებს, პირველ ადგილს დაიკავებს. სწორედ ესაა ალეგრის გუნდის მიზანი და იტალიელი სპეციალისტი ბერნში გადახალისებული შემადგენლობით თამაშს არ აპირებს.
შესაძლოა დაისვენოს დე შილიოსა და კანსელუს შორის ერთ-ერთმა და ამ შემთხვევაში ხუან კუადრადო გაირჯება მარჯვენა მცველის პოზიციაზე. რაც შეეხება ალექს სანდროს, ის გამოჯანმრთელდა, მაგრამ დიდი ალბათობით „ტორინოსთან“ იქნება მოედანზე და არა „იანგ ბოიზთან“.
აღნიშნული მატჩი 12 დეკემბერს გაიმართება. საგულისხმოა, რომ „იუვემ“ პირველი ადგილი შესაძლოა წაგების შემთხვევაშიც დაიკავოს, თუ პარალელურად „მანჩესტერი“ „ვალენსიას“ ვერ დაამარცხებს. მაგრამ, ჟოზე მოურინიოს გუნდის გამარჯვების შემთხვევაში „იუვეს“ მხოლოდ 3 ქულა გაიყვანს ქვეჯგუფში პირველ პოზიციაზე.