ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემტევ კილიან მბაპეს უმიზნებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ ეცდება, რომ პსჟ-ს ირგვლივ შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს.
ფრანგული მედიიის ცნობით, პსჟ-ს ფინანსური ფეირ-პლეის წესის დაცვის გამო ნეიმარსა და მბაპეს შორის ერთ-ერთ ფეხბურთელთან განშორება მოუწევს. სწორედ აღნიშნული ვითარებით აპირებს ტურინული გუნდი სარგებლის ნახვას და მბაპეს ყიდვას.
ჯერჯერობით ხსენებულ საკითხზე სხვა დეტალები არ ხმაურდება.