ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ინტერთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი მისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა:
„ჩვენ გვქონდა ეფექტური და კონკრეტული მატჩი. „ინტერმა“ ნახევარდაცვაში პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ მეორე ტაიმში კომპაქტურად ვითამაშეთ. აბსოლუტურად არ გვინდოდა წაგება, ამიტომ მთელი ყურადღებით ვითამაშეთ. ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემპიონობისთვის ერთით ნაკლები მოგება გვჭირდება.
კანსელუმ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, პოლიტანოსგან სიმჭოდროვეს განიცდიდა, მაგრამ დაცვაში თამაშს მან ძალიან მოუმატა. დიბალამაც კარგი შეხვედრა ჩაატარა და იმიტომ შევცვალე, რომ დუგლას კოშტა ბურთის მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადატანისთვის მჭირდებოდა. მანჯუკიჩი? – მასზე მისი ისტორია საუბრობს, ის ყოველთვის თამაშშია ჩართული“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 15 ტურის შემდეგ 43 ქულა (14 მოგება, 1 ფრე) დააგროვა და გათამაშებას დიდი უპირატესობით ლიდერობს.