ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ დიდ იტალიურ დერბიში, „ინტერის“ (1:0) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, “იუვემ” გოლის შემდეგ მეტოქეს თამაშის საშუალება არ მისცა.
„ეს არის გამარჯვება, რომელიც ჩვენს შიმშილს წარმოსახავს. გოლის შემდეგ მშვიდად ვითამაშეთ, როგორც ვიცით.
კიელინი და მე ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რათა გუნდს დავეხმაროთ. „ინტერის“ ძელის შემდეგ შევცვალეთ მექანიზმი, მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, ხოლო გოლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ჩვენს კართან არაფერი მომხდარა“, – აღნიშნა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 15 ტურის შემდეგ 43 ქულა (14 მოგება, 1 ფრე) დააგროვა და გათამაშებას დიდი უპირატესობით ლიდერობს.