მთავარი / სიახლეები / იტალიური დერბი “იუვეს” გამარჯვებით

იტალიური დერბი “იუვეს” გამარჯვებით

„იუვენტუსმა“ „დიდი იტალიური დერბი“ მოიგო. დაძაბული, ფიზიკურად ურთულესი 90 წუთი, რომელშიც ერთადერთი გოლი გავიდა და სტუმართა კარში.

შეიძლება ითქვას, ურიგოდ „ინტერს“ არ უთამაშია. იყო ეპიზოდები, როცა მეტოქეს სჯაბნიდა კიდეც და გოლის გატანაც შეეძლო. მაგალითად, პირველ ტაიმში, როდესაც მაურო იკარდიმ რობერტო გალიარდინი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ იტალიელმა ნახევარმცველმა ძელს გაარტყა. ეს ყველაზე რეალური მომენტი იყო პირველ ნახევარში. თუმცა, არც „იუვე“ ყოფილა უსაქმოდ. ჯორჯო კიელინის სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა, ხოლო პაულო დიბალამ არაზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, კიელინი ალბათ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. კაპიტანმა დაცვაში პრაქტიკულად გასაქანი არ მისცა მაურო იკარდის და უშეცდომო შეხვედრა ჩაატარა.

მეორე ტაიმიც „ინტერის“ სახიფათო იერიშით დაიწყო, მატეო პოლიტანოს ლეონარდო ბონუჩი აღუდგა. მერე, „იუვემაც“ მოიცალა შეტევებისთვის, თუმცა ამას არ ეთქმოდა 100%-იანი შანსი. თამაში ბრძოლაში მიდიოდა და ნათელი იყო, რომ პირველი გოლი ბევრ რამეს გადაწყვეტდა.

ასეც მოხდა. 66-ე წუტზე ჟოაუ კანსელუ ფლანგზე გაექცა მეურვეს, ჩააწოდა და ყოფილ ტურინელს, კვადვო ასამოას მარიო მანჯუკიჩმა მეორე სართულზე რა გასაკვირია, რომ აჯობა. ხორვატს ძალზე შედეგიანი სეზონი აქვს და ეს კარგია. რონალდუ ამჯერად არ იყო მთავარ როლში, თუმცა, „ინტერის“ მცველებსაც ნუ დავუკარგვათ, გარჯას – პორტუგალიელი გაანეიტრალეს.

მთლიანობაში, „იუვენტუსმა“ დამსახურებულად მოიგო და 43 ქულა დააგროვა. „იუვეს“ ფანტასტიკური, სარეკორდო მაჩვენებლი აქვს: 15 თამაში, 14 მოგება, 1 ფრე. სერია A-ში მასიმილიანო ალეგრის გუნდს იტალიური დერბის მერე, კიდევ ერთი დერბი ელოდება, ამჯერად ტურინული, „ტორინოსთან“. თუმცა, იქამდე შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „იანგ ბოიზს“ ესტუმრება.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 1:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 00

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; ბენტანკური, პიანიჩი (ემრე ჯანი 82), მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 72); მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ინტერი“ (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ვრსალკო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა; ბროჟოვიჩი, გალიარდინი (კეიტა 69), ჟოაო მარიო (მარტინესი 77); პოლიტანო (ბორხა ვალერო 58), იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (66)

გაფთხილება: პიანიჩი (6), ბენტანკური (54) – პერიშიჩი (55), ბროჟოვიჩი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 10:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …