იტალიის სერია A ბოლო წლებისგან განსხვავებით საოცარი დაძაბულობით გამოირჩევა და სკუდეტოსთვის სამი გუნდი იბრძვის. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფაბიო კანავარომ ამასთან დაკავშირებით Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა.
“სარის „იუვე“ „ნაპოლისგან“ განსხვავდება? ეს ნორმალურია, რადგან ფეხბურთელებს სხვა თვისებები აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერლიგის გამოცდილების შემდეგ მაურიციო იცის, რომ მართოს ჩემპიონი გუნდი. თუმცა, წარსულთან შედარებით „იუვე“ ბევრ გოლს უშვებს და ვერონაშიც დაცვის შეცდომებით წააგო. მესმის, რომ ამდენი წლის დომინაციის შემდეგ უფრო რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება ვერონაში, ვიდრე „სანტიაგო ბერნაბეუზე, მაგრამ ამ ციფრების შეცვლაა საჭირო, რადგან ბევრი გოლის გაშვებით გუნდი შორს ვერ წავა, ჩემპიონატშიც და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კიელინის დაბრუნებით გუნდი ბალანსს იპოვის.
„იუვე“ წინა წლებთან შედარებით დომინანტურად არაა ჩემპიონატში, მაგრამ ისევ ლიდერია. ჩემპიონთა ლიგაზე კი, არმგონია, რომ „ლიონთან“ პრობლემები ჰქოდეს, შემდეგ კი თასის მოსაგებად აპრილ-მაისში საუკეთესო ფეხბურთელების ფორმაში ყოფნა დასჭირდება. ხელმძღვანელობამ ამ გუნდში ინვესტიცია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ჩადო და მოთმინებაა საჭირო.
„ინტერი“? იანვრიდან ძალიან ძლიერი გუნდია და ახლა მხოლოდ სტაბილურობა სჭირდება, რომ ასე უწყვეტად ითამაშოს. „ლაციო“? იმმობილე და ლუის ალბერტო საოცარი ფეხბურთელები არიან, დაცვაც სოლიდურია, მაგრამ შემადგენლობა მოკლეა“, – თქვა კანავარომ.