მთავარი / სიახლეები / Sun: “იუვენტუსი” მზადაა ზაფხულში გვარდიოლა გადაიბიროს

Sun: “იუვენტუსი” მზადაა ზაფხულში გვარდიოლა გადაიბიროს

პეპ გვარდიოლა იტალიაში შესაძლოა იმ ჭორებიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდეს, როდესაც მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად სახელდებოდა.

The Sun-ი წერს, რომ ანდრეა ანიელი დიდი ხანია ესპანელით მოხიბლულია და ყველაფერს გააკეთებს, რომ დამდეგ ზაფხულში ის შავ-თეთრ ბანაკში გადაიბიროს.

საინტერესოა, რომ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ წარმატებული სეზონი არ აქვს, რამაც შესაძლოა მისი გუნდიდან წასვლა გამოიწვიოს. თანაც, უკვე მეოთხე სეზონს ამთავრებს „სიტიში“ და პეპი ამაზე დიდხანს ერთ გუნდში არასდროს გაჩერებულა.

გარდა ამისა, მას უკვე უმუშავია ესპანეთში, გერმანისასა და ინგლისში და დარჩენილია მხოლოდ იტალია. ტურინში კი, მზად არიან, რომ ზაფხულში მაურიციო სარი გვარდიოლათი ჩაანაცვლონ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …