ტურინის „იუვენტუსში“ ბოლო დროს მთავარი მწვრთნელის საკითხი ისევ აქტუალური გახდა. La Repubblica კი მაურიციო სარის მომავალი ბედის შესახებ წერს.
იტალიური მედიის ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს სამსახურს მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუნარჩუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში გუნდის დატოვება მოუწევს.
ანდრე ანიელის სარის შემცვლელად ორი მწვრთნელი ჰყავს შეგულებული. პირველი ვარიანტი პეპ გვარდიოლაა, რომლის შესახებ ბრიტანულმა მედიამ უკვე დაწერა კიდეც. თუმცა, ესპანელთან ვერ შეთანხმების შემთხვევაში სათადარიგო გეგმაც აქვს.
ეს გეგმა კი, მასიმილიანო ალეგრის ტურინში დაბრუნებას უკავშირდება, რომელიც ამჟამად უმუშევარია და ადგილობრივი ჟურნალისტების აზრით, წინადადების შემთხვევაში „იუვეში“ სიამოვნებით დაბრუნდება.