ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 37-ე ტურში „კალიარისთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 5.5 – სიმეონეს გოლის მომენტში დააგვიანა. ისეთი განცდა დარჩა, რომ მეტის გაკეთება შეეძლო, როგორც ეს გააკეთა მეორე ტაიმში, როდესაც სიმეონეს დუბლის შესრულების შესაძლებლობა არ მისცა.
კუადრადო 5.5 – მარჯვენა ფლანგზე „იუვე“ აქცენტს ხშირად აკეთებს და ყველაზე საშიშია. თუმცა, კოლუმბიელი დაცვაში შეცდომებით გამოირჩა, პირველი გოლის დროს დააგვიანა.
რუგანი 5 – გალიანომ დაასწრო და ანგარიშით გახსნა. მას მორიგი ცუდი თამაში ჰქონდა.
ბონუჩი 5 – სიმეონე ვერ გააკონტროლა, მეორე ტაიმში რეალური საგოლე მომენტი გაანიავა.
ალექს სანდრო 5 – ტრავმის შემდეგ პრაქტიკულად დაუსვენებლად თამაშობს, რადგან რადგან სარის ამ პოზიციაზე ალტერნატივა საერთოდ არ აქვს და ეს ბრაზილიელის ბრალი არაა.
ბენტანკური 6 – ბევრ მომენტში დააგვიანა ბურთზე თამაში.
პეეტერსი შ.გ – მას დებიუტი ჰქონდა.
პიანიჩი 5.5 – სერია A-ში „იუვეს“ მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა, რადგან ყვითელი ბარათი მიიღო და ყოფილი გუნდის, „რომას“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
ძანიმაკია 6 – დებიუტი სერია A-ში, ბოლოს გოლის გატანაც შეეძლო.
მურატორე 6 – პირველი წუთიდან მისი დებიუტი შედგა. მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და გოლთან ახლოს იყო.
მატუიდი 5.5 – მას არ გააჩნია ხარისხი, მაგრამ ეს სიახლე არაა.
ბერნარდესკი 5 – პირველ ტაიმში ძალიან ცუდი არ იყო. თუმცა, როგორც ყოველთვის სტაბილური არ ყოფილა და მატიელოსგან ბევრ პრობლემას გადააწყდა.
იგუაინი 5 – როდესაც ანგარიში 0:1 იყო,მას ძალიან ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გაანიავა. რესტარტის შემდეგ ცდილობს კარგ ფორმაში შესვლას, მაგრამ ვერ ახერხებს. „ლიონთან“ დიდი ალბათობით თამაში მას მოუწევს და „იუვეს“ მისი გოლები სჭირდება. შეცვალეს და შეუძლებელია კმაყოფილი იყო გონსალოს თამაშით.
ოლივიერი შ.გ – მას დებიუტი ჰქონდა.
რონალდუ 6 – „იუვემ“ ჩემპიონობა მოიპოვა, მაგრამ მას პირადი მოტივაცია და მიზანი ჰქონდა. 31 გოლზე მეტის გატანა, რითაც ბორელის რეკორდს გააუმჯობესებდა „იუვენტუსის“ ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდებოდა ერთ სეზონში. მეორეს მხრივ, იმობილესთან კონკურენცია, თუმცა ჩირო უკვე შორსაა.