ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მაურიციო სარი გუნდში რჩება. გარდა ამისა, პაულო დიბალას ტრავმაზეც გააკეთა კომენტარი.
„პაულოს მდგომარეობა ყოველდღიურად უნდა შეფასდეს. მას კუნთის მცირე დისკომფორტი აქვს, უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება ეს და ამის შემდეგ გამოჩნდება, როდის ითამაშებს.
სარის მომავალი? ერთ თამაშს არ შეუძლია შეცვალოს 13-14 თვეში შექმნილი წარმოდგენა. ახლა ჩვენი მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენაა მიმართული“, – აღნიშნა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „იუვენტუსი“ 1 აგვისტოს „რომას“ დაუპირისპირდება.