ტურინის „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან სებასტიან ჯოვინკომ ისაუბრა. იტალიელმა ფეხბურთელმა გოლის აღნიშვნის სტილზე გააკეთა კომენტარი, რომლითაც მისივე თქმით ალესანდრო დელ პიეროს არ ბაძავდა.
„როგორ გაჩნდა გოლის გატანის შემდგე ენის გამოყოფა? ყველა ფიქრობს, რომ ეს დელ პიეროს გამო იყო, მაგრამ ასე არაა, უბრალოდ ეს მსიამოვნებდა.
ტორონტო ეს არის ქალაქი, რომელსაც 26 წელი სპორტში ტიტული არ ჰქონდა მოგებული. ამიტომ, იქ ჩემპიონობის მოპოვებას სულ სხვა გემო ჰქონდა.
„იუვენტუსის“ იმ წევრებთა ერთად, რომლებმაც პირველი სკუდეტო მოიგეს, ჩატი გვაქვს, რომელშიც კონტეც იმყოფება“, – აღნიშნა ჯოვინკომ.