მთავარი / სიახლეები / სერია A / ტრეზეგე: “ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი “მილანს” გავუტანე”

ტრეზეგე: “ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი “მილანს” გავუტანე”

ტურინის „იუვენტუსის“ ტელევიზიასთან საუბარში დავიდ ტრეზეგემ „იუვეში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი 2005 წლის მაისში „სან სიროზე“ „მილანს“ გაუტანა და მის გუნდს 1:0 მოაგებინა.

ყველაზე გამორჩეულ თამაშად კი მადრიდის „რეალთან“ 2003 წლის დაპირისპირება დაასახელა.

„2007 წელს, „ტორინოსთან“ 94-ე წუთზე გატანილი გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ემოციურად ყველაზე ძლიერი 2005 წელს, „სან სიროზე“ „მილანთან“ გოლი გახლდათ, რომელმაც ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება მოგვიტანა.

„იუვენტუსთან“ ჩემი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია. ევრო 2000-ის შემდეგ პირველი ნაბიჯები ადვილი არ ყოფილა. მე შევხვდი ძალიან დიდი ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, ეს რა თქმა უნდა, ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ.

ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ 2002-2003 წლების სეზონის თამაშს გამოვარჩევ. მეორე შეხვედრა ფანტასტიკურად ჩავატარეთ და პირველი მატჩის წაგების შემდეგ ფინალში გავედით. ჩემთვის ეს თამაში უნიკალურია“, – აღნიშნა ტრეზეგემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …