ჯორჯო კიელინის ტრავმა, რომელიც კიევის „დინამოსთან“ მატჩში მიიღო სერიოზული არ გამოდგა. მას კუნთი აქვს დაზიანებული, თუმცა მაქსიმუმ 10 დღეს გამოტოვებს, შეიძლება უფრო მოკლე დროშიც დაბრუნდეს.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კიელინის ტრავმაზე დაკვირვება ყოვედღიურად უნდა მოხდეს.
თითქმის გამორიცხულია, რომ ის „ვერონასთან“ ითამაშებს, ასევე ძალიან მცირე შანსია, რომ გუნდს „ბარსელონასთან“ დაეხმაროს.
ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ თამაშისთვის მზად არ არის მატიას დე ლიხტიც. ამრიგად, ანდრეა პირლოს უახლოეს ორ მატჩში ცენტრალური მცველებიდან მხოლოდ ლეონარდო ბონუჩისა და მერიჰ დემირალის იმედი ექნება. სამცველიან ტაქტიკაში თამაში დანილოსაც შეუძლია, მაგრამ „დინამოსთან“ ვნახეთ, რომ გუნდმა 4 მცველით ითამაშა და ბრაზილიელი მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული.