ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამო“ ალვარო მორატას დუბლით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩიდან დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
53% – ალვარო მორატას ჩემპიონთა ლიგაზე თავის გოლების 53% „იუვენტუსის“ მაისურით აქვს გატანილი (17-დან 9). მან ჩემპინთა ლიგაზე 53-ე თამაში ჩაატარა და დუბლი პირველად შეასრულა.
3 – ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ ისტორიაში მესამე მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო გასვლით თამაში მოიგო. მანამდე ეს 1995 წელს მარჩელო ლიპიმ და 2004 წელს ფაბიო კაპელომ გააკეთეს.
1 – პირლოს გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდათ ფედერიკო კიეზასა და დეიან კულუსევსკის (პირლოს რა თქმა უნდა, მწვრთნელის რანგში).
6 – „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო, რაც 2004 წლის ნოემბრის შემდეგ მისთვის საუკეთესო სერიაა.
0 – „იუვენტუსი“ დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინული გუნდების წინააღმდეგ(5 მოგება, 2 ფრე).
71 – ჯორჯო კიელინიმ ჩემპიონთა ლიგაზე 71-ე თამაში ჩაატარა და „იუვენტუსის“ ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა ჯანლუიჯი ბუფონისა (112 თამაში) და ალესანდრო დელ პიეროს (89 თამაში) შემდეგ. ჯორჯომ ალესიო ტაკინარდის გადაასწრო (70 თამაში).
0 – „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელსაც კიევის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მინიმუმ 5-ჯერ შეხვედა და ერთხელად მოუგია.
50 – აარონ რემზიმ ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში ჩაატარა და მესამე ადგილზეა უელსელებს შორის რაიან გიგზისა (141) და გარეთ ბეილის (64) შემდეგ.