ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი, რომელიც ორი დღის წინ გამოჯანმრთლედა, ისევ დაშავდა. 36 წლის ფეხბურთელმა კუნთის პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ამჯერად ბარძაყი დიაზიანა.
ჯორჯომ მორიგი ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ჯერ უცნობია რამდენი ხანი იუქმებს, ამას სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.
კიელინის ტრავმის გამო შარშანდელი სეზონი მთლიანად გაუცდა, თუმცა არც ახლა აქვს კარგი პერიოდი და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა.
სამაგიეროდ, „იუვენტუსს“ ლეონაროდ ბონუჩი და მერიჰ დემირალი გამოუჯანმრთელდნენ, რომლებიც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და კიევის „დინამოსთან“ მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება.