ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში “იუვენტუსის” მატჩს კიევის “დინამოსთან” ფრანგი მსაჯი სტეფანი ფრაპარი იმსაჯებს. ეს ისტორიული მოვლენა იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ქალი პირველად განსჯის შეხვედრას.
ფრაპარმა 2019 წელს ევროპის სუპერთასზე “ჩელსი” – “ლივერპულის” დაპირისპირება იმსაჯა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” კიევის “დინამოს” 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაუპირისპირდება. “იუვეს” მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.