მთავარი / სიახლეები / ჯორჯო კიელინი იბრაჰიმოვიჩზე, სერხიო რამოსზე და დაცვაში თამაშის ადრენალინზე…

ჯორჯო კიელინი იბრაჰიმოვიჩზე, სერხიო რამოსზე და დაცვაში თამაშის ადრენალინზე…

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მეტოქეობას, კარიერის დასაწყისს, სერხიო რამოსსა და ვირჯილ ვან დეიკს შეეხო.

ასევე განაცხადა, რომ მისთვის გუნდის გოლისგან გადარჩენას უფრო დიდი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე მეტოქის კარში გატანილ გოლს და ამის მაგალითიც დაასახელა.

„ძალიან მომწონს დუელების მოგება. როდესაც სახიფათო დარტყმის დაბლოკვას ვახერხებ ან გუნდს გოლისგან ვიხსნი, უდიდეს ადრენალინს ვგრძნობ. გოლის გატანა განსხვავებული სიხარულია, ის არ არის შედარებადი, მაგრამ გუნდის გადარჩენაც მნიშვენლოვანია, ეს ჩემშია. მაგალითად, ჩემმა გოლმა „ბარსელონას“ კარში 2017 წელს ნაკლები სიხარული მომანიჭა, ვიდრე 2018 წელს, 89-ე წუთზე ჰარი კეინის გოლისგან გუნდის გადარჩენამ. ამ მომენტის შემდეგ ჯიჯისთან და ბარძალისთან ჩახუტება უძლიერესი მომენტი იყო.

16 წლის ვიყავი, როდესაც „ლივორნოში“ სერია A-ში ვთამაშობდი, „არსენალი“ სეზონში 200 მილიონ ლირას მთავაზობდა. სულელი ვიყავი, რომ ეს წინადადება არ მივირე. მზად არ ვიყავი, მაშნაც, როდესაც კონტრაქტის გაფორმებას „ინტერი“ მთავაზობდა. არ მსურდა არსად წასვლა და „ლივორნოს“ ღალატი. ფეხბურთიდან წასვლა ცარიელ სტადიონზე? გულშემატკივრების გარეშე არ არის იგივე ფეხბურთი, ემოციები ნაკლებია.

თავდამსხმელებთან დუელების მოსაგებად საჭიროა პესიმისტი იყო და ყველაზე უარესიც უნდა განჭვრიტო. ეს არის ნორმალური ფეხბურთელებისთვის, როგორებიც ვართ მაგალითად მე და ბარძალი. ანდრეა ძალიან მაგარი მცველი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ისეთი ჩემპიონური კლასი, როგორიც სერხიო რამოსს ან ვირჯილ ვან დეიკს აქვთ. მე ერთგვარად ორნაირი პიროვნება ვარ: საკმაოდ მორცხვი და თავშეკავებული ვარ, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის ყველაფრის გაკეთება შემიძლია.

საუკეთესო მტერი? მე ზლატანს დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. თანაგუნდელები ვიყავით „იუვეში“ ჩემს პირველ სეზონში. არასდროს მეშინოდა მასთან დაპირისპირების და ნაბიჯი უკან მის წინ არასდროს გადამიდგამს. ის მაშინ ძალიან ძლიერი იყო. შემდეგ გახდა „აბსოლუტური მტერი“, როდესაც „ინტერში“ გადავიდა, შემდეგ კი უბრალო „მეტოქე“ „მილანში“ ან ეროვნულ ნაკრებში. ჩემი კარიერის საუკეთესო მტერი იბრაჰიმოვიჩია, ცალსახად.

სუპერლიგა? ხუთი წლის წინ ანდრეა ანიელის ვუთხარი, რომ იმედი მქონდა ყოველ კვირაში „ბარსას“, „რეალის“, პსჟ-ს, „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვითამაშებდი. მაღალი დონის ფეხბურთელისთვის ეს მაქსიმუმია. იმედია, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, ალბათ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …