მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “ინტერი” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “ინტერი” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის პირველ ნახევარფინალში მილანში, „ინტერი“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

1100 – ჯანლუიჯი ბუფონმა საკლუბო და სანაკრებო დონეზე 1100-ე თამაში ჩაატარა.

4 – „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი ბოლო ხუთი შემთხვევიდან მეოთხედ მოიგო (1 ფრე) და მათ შორისაა, „ინტერთან“ 2016 წელს მოგება (3:0).

8 – 1993 წლის მარტის შემდეგ პირველად „იუვენტუსს“ იტალიის თასზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება ფრე, 3 ფრე).

3 – „იუვენტუსმა“ „ინტერთან“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგო (1 წაგება). თითოეული მოგების დროს ტურინელები 2 გოლს იტანდნენ.

5 – „იუვენტუსმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 თამაში მოიგო, რაც 2020 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა. ამ 5 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

8 – კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი დუბლი აქვს შესრულებული (8). „იუვენტუსის“ მაისურით მან „სან სიროზე“ 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა (3 „ინტერთან“, 3 „მილანთან“). გარდა ამისა, სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის მიმდინარე სეზონშ ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი ყველა ტურნირზე (7).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …