ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელ მცველს სჯერა, რომ „იუვეს“ ქამ-ბექი შეუძლია და ერთ ეპიზოდს ყველაფრის ძირეულად შეცვლა შეუძლია.
„ყოველდღე ამ თამაშის შესხებ ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც ფიქრობს. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ გვინდა, რომ ამ ტურნირში ჩვენი თავგადასავალი გაგრძელდეს. ვიცით, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ არც შეუძელებელია. ხვალ ენთუზიაზმი და საინტერესო გარემო დაგვჭირდება.
„ატლეტიკო“ თავს ძალიან კარგად იცავს, რთულია მისთვის გოლის გატანა და შედეგებს ყოველთვის ძალის ხარჯზე აღწევს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გოლების გატანა მათ კარში არ შეიძლება. მორატას, გრიზმანსა და სტანდარტულ სიტუაციებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირველი თამაშის ანგარიში არ იყო პოზიტიური, მაგრამ არც კატასტროფული. ჩემპიონთა ლიგაში ერთ ეპიზოდს შეუძლია სიტუაციის მთლიანად შეცვლა და ეს გასულმა კვირამაც დაადასტურა.
იმედი მაქვს, ხვალ მე-500 თამაშს ჩავატარებ „იუვეს“ მაისურით. თუ განვლილი მატჩებიდან ერთი უნდა ავირჩიო, „ბარსელონასთან“ „კამპ ნოუზე“ 0:0-ს გამოვარჩევდი, რადგან გოლი არ გავუშვით და შემდეგ ეტაპზე გავედით. იმედია, ხვალ ყველაფერი უკეთესად დასრულდება“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.