ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს. თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე იტალიური გამოცემების მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებენ.
ალეგრის სასტარტო 11-ეული სავარაუდოდ ასეთი იქნება:
შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 23:55 საათზე დაიწყება.