ზინედინ ზიდანის „რეალში“ დაბრუნებამ „იუვენტუსის“ გეგმები მომავალი მწვრთნელის შესახებ შეცვალა. აქამდე, ფრანგი მთავარი კანდიდატად განიხილებოდა, ესპანური, ფრანგული და იტალიური მედია დარწმუნებული იყო, რომ ზიდანი იტალიაში დაბრუნებოდა, მაგრამ ყველაფერი სწრაფად შეიცვალა.
ახლა კი, Tuttosport-ი ფავორიტად კიდევ ერთ ფრანგს, დიდიე დეშამს ასახელებს. ის ამჟამად საფრანგეთის ნაკრებში მუშაობს და ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. დიდიე „იუვეს“ ძალიან კარგად იცნობს, ჯერ ფეხბურთელობისას თამაშობდა ტურინში, მერე კი „ბაინკონერის“ ისტორიაში ყველაზე რთულ სეზონში მთავარი მწვრთნელი იყო და სწორედ მან დააბრუნა გუნდი სერია A-ში.
ტურინული გამოცემის ცნობით, დეშამი უფრო რეალური კანდიდატია, ვიდრე ანტონიო კონტე. თუმცა, ხსენებული წყარო არც იმას გამორიცხავს, რომ გუნდში მასიმილიანო ალეგრის მოუწიოს დარჩენა.