ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში კრისტიან ვიერის გაესაუბრა და რამდენიმე საინტერესო თემაზე გააკეთა კომენტარი.
რონალდუ
კრიშტიანუ კარგადაა. ჰქონდა მუხლზე პრობლემები, რამაც მასზე პატარა გავლენა მოახდინა. ნამდვილი სნაიეპერია. ახალგაზრდობის წლებთან შედარებით თამაშის სტილი შეიცვალა, ისე აღარ თამაშობს, როგორც ადრე. დიდ მატჩებში ფეთქდება, ისეთი მოტივირებული არაა ჩემპიონატის მატჩებში, მაგალითად „სპალთან“ პატივისცემის მიუხედავად, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. დიდი მატჩების სამზადისში სხვა რონალდუს ვხედავ. ჩვენგან რაღაცით განსხვავებულია. პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა, დუბლი შეასრულებული ჰქონდა, 4:0-ს იგებდნენ და საგოლე შანსი გაანიავა, ისე გაბრაზდა, თითქოს კარიერის მთავარი გოლი ვერ გაიტანა.
ტრავმა
ეს თვეები დამეხმარა გამჯანმრთელებაში, როდესაც თებერვალში დავბრუნდი სრულიად მზად არ ვიყავი. ახლა მუხლი 90%-ით კარგადაა. ძალიან დიდი ტკივილი იყო, თითქოს მუხლზე რაღაც დაიშალა.
მცველები
ჩემი ორი მასწავლებები გარკვეულ ასპექტებში ნიკოლა ლეგროტალიე და ფაბიო კანავარო იყვნენ. ეს უკანასკნელი ჩემთან შედარებით უფრო ფეთქებადი მოთამაშეა. ჩემი იდეალები კი ბავშვობაში ბარეზო და მალდინი იყვნენ. კარიერის დასაწყისში მცველები შეზღუდულები ვიყავით, გვარდიოლას შემდეგ დავიწყე თამაშის სტილის შეცვლა.
„აიაქსის“ სინანული
„აიაქსთან“ გამოვარდნა დიდი სინანულია, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მოთამაშეები ჰყავდა, როგორებიც დე ლიხტი, დე იონგი, ტადიჩი იყვნენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრალია წაგება. ჩემპიონთა ლიგის მოგება თუ გინდა, „აიაქსი“ უნდა დაამარცხო და შემდეგ „რეალთან“ ან „ბარსელონასთან“ წაგება კიდევ შეიძლება.
„იუვენტუსის“ უმაღლესი დონის სტრუქტურა
„იუვენტუსის“ ციკლი 8 წლის წინ დაიბადა და ეს ფუნდამენტური იყო. შემდეგ გუნდს რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი შეუერთდა და გავძლიერდით. ხელმძღვანელობაც ჩვენთან ერთად გაიზარდა, ჯერ ტევესი ვიყიდეთ, შემდეგ რონალდუ და დიბალა. ჩვენ იტალიელებმა კი ნაკრების ძირითადი ბირთვი ჩამოვაყალიბეთ.