ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ჯორჯო კიელინის სიტყვებზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით იტალიელ მცველს „ინტერი“ ეზიზღება. მარკიზიო ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
„კიელინის „ინტერი“ სძულს? ახლა იუვენტინოს პოზიციიდან უნდა ვთქვა და ვიტყვი, რომ სხვა მხრიდანაც ასეა, „იუვე“ სძულთ. მახსოვს, რომ ერთხელ რამდენიმე ჟურნალისტის არასწორი ინტერპრეტაციით დაიწერა, რომ „ნაპოლი“ მძულდა, მაგრამ ასე აბსოლუტურად არაა.
ვიდალი „ინტერში“? არ მომეწონება, რადგან არტუროს მათთვის წარმოუდგენელი სულისკევეთების მიცემა შეუძლია. ის არის ერთ-ერთი, რომელიც მოედანზე ყოველთვის შენს გვერდით გინდა“, – თქვა მარკიზიომ.