იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან პანუჩიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ თითქმის გადასული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში „მილანის“ წინადადება მიიღო და კარიერა „სან სიროზე“ გააგრძელა.
„იუვენტუსთან“ წინასწარ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, მაგრამ შემდეგ „მილანის“ წინადადება მივიღე, რომელიც მაშინ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო და ჩემს თავს ვუთხარი: „ორივე ერთსა და იმავე თანხას იხდიან, მე იქ მივდივარ“, – გაიხსენა პანუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან პანუჩი „მილანში“ 1993 წლის ზაფხულში „ჯენოადან“ გადავიდა და ვეტერანმა ფეხბურთელმაც ის ზაფხული გაიხსენა.