კრიშტიანუ რონალდუს შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი ტურინით მოხიბლულია. როგორც მან თქვა, თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში და განსაკუთრებით ტურინის მდებარეობითაა აღფრთოვანებული.
„მომწონ ცენტრი, თავისი ეკლესიებით, დიდებული მოედნებით, მომხიბლავი კუთხეებით. გარდა ამისა, მილანთან, ალპებთან, ვენეციასთან, კომოს ტბასთან, შვეიცარიასთან ძალიან ახლოს ვართ. ტურინს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, როგორც სახლში“, – თქვა ჯორჯინამ.