მთავარი / სიახლეები / ითამაშებს თუ არა რონალდუ “აიაქსთან”?

ითამაშებს თუ არა რონალდუ “აიაქსთან”?

ითამაშებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ „აიაქსთან“? „იუვენტუსის“ გეგმა ნათელია – რისკზე წასვლა გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით უცნობია პორტუგალიელი მზად იქნება თუ არა ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალისთვის.

იტალიური მედიის ცნობით, კრიშტიანუს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და დიდი შანსია, ამსტერდამული მატჩისთვის მზად იყოს. მიუხედავად ამისა, თითქმის გამორიცხულია, რომ მთელი თამაში ჩაატაროს.

სავარაუდოდ, რონალდუ განაცხადში იქნება და საჭიროების შემთხვევაში მოუწევს მოედანზე გასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეგრი რისკზე არ წავა.

მასიმილიანომ გუშინ განაცხადა, რომ რონალდუს ტრავმის მოშუშების პროცესი კარგად მიმდინარეობს და წინ კიდევ 5 დღეა მატჩამდე, რომელიც ყველაფერს ნათელს მოჰფენს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ ტრავმა 25 მარტს, პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩის დროს მიიღო. „იუვე“ კი „აიაქსს“ 10 აპრილს დაუპირისპირება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …