ჯონ ელკანმა Exor-ის აქციონერებს წერილი მიწერა და „იუვენტუსის“ ძლიერ მომავალზე ისაუბრა. ელკანის განცხადებით, კლუბი მზადაა ევროპაში დიდ სიმაღლეზე დიდხანს დარჩეს.
„მიგვაჩნია, რომ „იუვენტუსი“ კარგად არის მომზადებული მდგრადი მომავლისთვის, ისეთ სექტორში, სადაც ბოლო ათ წელიწადში საოცარი პროგრესი აქვს. ამავდროულად „იუვენტუსი“ იწყებს შემდეგი ეტაპის განვითარების გზას, რომ ევროპული ფეხბურთის პანომარაში ძლიერ ძალად დარჩეს“, – ნათქვამია ელკანის წერილში.