ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში აღდგომის შემდეგ დაბრუნდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პორტუგალიელი სამშობლოში მადეირაზე იმყოფება, თუმცა უკვე საუბრობენ მის იტალიაში დაბრუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საწვრთნელი პროცესის დაწყების თარიღი უცნობია.
რონალდუს ტურინში დაბრუნებისთანავე 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. იტალიაში კი იმედოვნებენ, რომ კლუბები ვარჯიშს მაისში დაუბრუნდებიან.