მთავარი / სიახლეები / ჯენტილე: “აიაქსთან” ყურადღება იქნება საჭირო”

ჯენტილე: “აიაქსთან” ყურადღება იქნება საჭირო”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მცველი კლაუდიო ჯენტილე ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ შეხვედრის შესახებ საუბრობს. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, „იუვემ“ ყურადღება არ უნდა დაკარგოს, თორემ შეიძლება ეს ძვირად დაუჯდეს.

– „აიაქსი“…

– ყურადღება უნდა მიაქციონ. შესაძლოა კარგი წილისყრაა, მაგრამ დიდი სიფრთხილე იქნება საჭირო. ეს არის გუნდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რადგან შეიძლება ძალიან მკაცრი მოწინააღმდეგე გახდეს.

– „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოსთან“ დიდი ძალა გამოაჩინა…

– პირველ თამაშში „იუვეს“ სწორად არ უთამაშია და შემდეგ „ალიანც სთედიუმზე“ დიდებული იყო. „ატლეტიკოსთან“ თამაში „იუვესთვის“ სამაგალითო უნდა იყოს და ჰოლანდიელთა წინააღმდეგ ორივე თამაშში კონცენტრაცია შეინარჩუნოს.

– რონალდუს ჟესტი?

– არ იყო ლამაზი. ჩემპიონი ჩემპიონად უნდა დარჩეს გოლის გატანის შემდეგაც.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …