იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„სკუადრა აძურაში“ ამჯერად „იუვენტუსის“ 6 ფეხბურთელი გამოიძახეს:
ლეონარდო ბონუჩი, მატია პერინი, ჯორჯო კიელინი, ფედერიკო ბერნარდესკი, ლეონარდო სპინაცოლა და მოიზე კინი.
შეგახსენებთ, რომ იტალია ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის საწყის ორ შეხვედრას ფინეთისა და ლიხტანშტაინის წინააღმდეგ გამართავს.