ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „აიაქსზე“, „ატლეტიკოსთან“ მატჩზე და „ჯენოასთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„აიაქსთან“ შეხვედრა მოტივაციას გვიძლიერებს. ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან დიდ მანძილს ფარავს, დინამიური და ბევრი ხარისხი გააჩნია. „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება? რონალდუს კომპლიმენტები უნდა ვუთხრა, უცხოპლანეტელია, მაგრამ მთელი გუნდი კარგი იყო.
ყველა ელემენტი ძალას გვაძლევს. ვნახე ბარძალის, კუადრადოს, დუგლას კოშტასა და დე შილიოს ზეიმი მესამე გოლის დროს და ესეც გვაძლიერებს. სამშაბათის შემდეგ უფრო მეტი თვითრწმენა გვაქვს, ჩვენ აგრესიული გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია და ემზადება წინსვლისთვის. „ჯენოა“? ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განუცხადა ბონუჩიმ Sky Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „აიაქსს“10 და 16 აპრილს დაუპირისპირდება, ხოლო „ჯენოას“ კვირას, გენუაში ესტუმრება.