მთავარი / სიახლეები / სერია A / ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა

ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა

იუვენტუსის ლეგენდარული მეკარესთვის უდინეზესთან დღეს გამართული მატჩი სერია А-ში იუვეს მაისურით 478-ე გამოდგა.

ჯანლუიჯი ბუფონი ამ შედეგით იუვეს ლეგენდას ალესანდრო დელ პიეროს გაუთანაბრდა. ორივე მათგანის ანგარიშზე სერია A-ში იუვენტუსის მაისურით ჩატარებული 478 მატჩია. მათ შემდეგ მოდის ჯამპიერო ბონიპერტი 443, გაეტანო შიერა 377 და ჯუზეპე ფურინო 361 მატჩით.

ჯანლუიჯი ბუფონი ასევე ახლოს არის ახალ რეკორდთთან. იტალიელ მეკარესთვის დღეს ჩატარებული მატჩი  სერია A-ში 646-ე იყო და ერთი მატჩი აშორებს ლეგენდარული პაულო მალდინის რეკორდის გამეორებამდე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …