მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “უდინეზე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “უდინეზე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „უდინეზე“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ლეონარდო ბონუჩის გოლით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 6.5 – შჩესნიმ დილით თავი ცუდად იგრძნო და ჯიჯის ამის ხარჯზე პაოლო მალდინის რეკორდამდე ერთი თამაში დარჩა. მეორე ტაიმში ბუფონმა მოიგერია ყველაფერი, რისი მოგერიებაც შეიძლებოდა.

დანილო 6 – სოლიდური თამაში ჩაატარა, თუმცა, რამდენიმე კითხვის ნიშნით თანაგუნდელებთან შედარებით.

დემირალი 7 – სუფთა ტექნიკური ანალიზის თანახმად, აშკარაა არჩევანი თუ ვინ უნდა გაყიდოს „იუვემ“ მასსა და რუგანის შორის. თურქი შესანიშნავი იყო და საგოლე პასიც გააკეთა.

ბონუჩი 6.5 – მასაც კარგი თამაში ჰქონდა, რომელიც გოლით დაუფასდა.

დე ლიხტი შ.გ – ჰოლანდიელმა ბონუჩი 75-ე წუთზე შეცვალა.

დე შილიო 6.5 – დე შილიოც კარგ ფორმაშია და ყოველთვის პუნქტუალური იყო დაცვაში.

რაბიო 6.5 – ალბათ საუკეთესო თამაში ჩაატარა, მას შემდეგ, რაც „იუვეშია“.

ბენტანკური 7 – ყველა ნახევარმცველთან ჰქონდა უპირატესობა, ვინც მოედანზე იყო.

მატუიდი 6 – რონალდუს ზურგს კარგად უმაგრებდა.

დიბალა 7 – რამდენიმე ეპიზოდში შეუდარებელი იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში ულამაზეს გოლთან ახლოსაც გახლდათ, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

ბერნარდესკი შ.გ – მან მოედანზე ბოლო 15 წუთი გაატარა.

იგუაინი 7.5 – რონალდუსთან და დიბალასთან შესანიშნავად იყო შეთამაშებული.

რონალდუ 8 – კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდა. იგუაინთან და დიბალასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაერთო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …