ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „უდინეზესთან“ (3:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა და გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.
„დღეს კარგად ვგრძნობდით თავს. მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ამ გზით უნდა გავაგრძელოთ. კარგი თამაში ჩავატარეთ, გოლების გარდა, „უდინეზეს“ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და ორჯერ ბურთი ძელსაც მოხვდა.
მე? კარგად ვითამაშე, მაგრამ მნიშვნელოვანი არაა ინდივიდუალური მხარე იმდენად, რამდენაც გუნდური. ასე უნდა განვაგრძოთ, სწორად ვივარჯიშოთ და თამაშებში ეს ვაჩვენოთ. ვნახოთ, რას იზამს დღეს „ინტერი“, – განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 39 ქულა დააგროვა და მომდევნო მატჩს ოთხშაბათს, გენუის „სამპდორიასთან“ ჩაატარებს.