მთავარი / სიახლეები / ჯანიკედა: “დელ პიეროსთან, ბუფონთან, ნედვედთან და ტრეზეგესთან თათბირით სერია B-ში დარჩენა გადავწყვიტეთ”

ჯანიკედა: “დელ პიეროსთან, ბუფონთან, ნედვედთან და ტრეზეგესთან თათბირით სერია B-ში დარჩენა გადავწყვიტეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯულიანო ჯანიკედამ 2006 წლის ზაფხული გაიხსენა და განაცხადა, რომ სერია B-ს მიუხედავად გუნდში დარჩენა წამყვან ფეხბურთელებთან თათბირის შემდეგ გადაწყვიტა.

„მახსოვს, რომ არავინ იცოდა სად ითამაშებდა „იუვენტუსი“, სერია B-ში თუ სერია C-ში. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში მხოლოდ ერთი წელი მქონდა ნათამაშები და მნიშვნელოვანი ასაკი მქონდა, ყოველთვის ჯგუფის ნაწილი ვიყავი. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევხვდით დელ პიეროს, ტრეზეგეს, ბუფონს, ნედვედს და გადავწყვიტეთ, რომ გუნდი დაუყოვნებლივ სერია A-ში დაგვებრუნებინა.

მადლობელი ვიყავი იმ შესაძლებლობის, რაც „იუვემ“ მომცა,  შევძელი სკუდეტოს მოგება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში. თუმცა, უცნაური იყო სეზონი რიმინში დაწყება ან თუნდაც ჩემს მშობლიურ მიწაზე ფროზინონეში თამაში, ასეთ პატარა სტადიონებზე ხალხმრავლობის ნახვა. სადაც არ უნდა წავულიყავით, ვგრძნობდით, რომ სახლში ვთამაშობდით, გულშემატკივრებისთის დადებითი წელი იყო, ხელძმღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ჯანიკედამ.

შეგახსენებთ, რომ ჯულიანო ჯანიკედა „იუვენტუსში“ 2005-2007 წლებში თამაშობდა და 35 მატჩი ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …