ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ კარიერა დაასრულა. ფეხბურთელის ბოლო კლუბი „ბრეშა“ იყო, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოცნებები ავიხდინე, როდესაც კარიერას ვიწყებდი, არ მეგონა, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა და სამ სკუდეტოს მოვიგებდი. არ მაქს უფლება პრეტენზია მქონდეს, ახლა კი შეჩერების დროა.
წარუშლელი მოგონებები მაქვს. ჩემი საუკეთესო სეზონი 2010-2011 წლებში მქონდა, როდესაც „კალიარიში“ 11 გოლი გავიტანე, სეზონის შუაში „იუვენტუსში“ გადავედი და მაშინვე თავი სახლში ვიგრძენი, ერთ-ერთ მათგანად, იმ სეზონის მეორე ნახევარში ტურინში 16 მატჩში 9 გოლი გავიტანე“, – თქვა მატრიმ.
შეგახსენებტ, რომ ალესანდრო მატრი „იუვენტუსის“ ღირსებას 2011-213 და 2015 წლებში იცავდა (93 მატჩი, 31 გოლი). მატრიმ კარიერაში ყველა ტიტული „იუვეს“ რიგებში მოიგო – სამი სკუდეტო, იტალიის ორი სუპერთასი და იტალიის ერთი თასი.