ტურინის „იუვენტუსის“ თავდამხმელი პაულო დიბალა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„პროტოკოლის თანახმად, პაულო დიბალამ ორმაგი ტესტი ჩაიტარა კორონავირუსზე, რომლის პასუხები უარყოფითია. ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და აღარ ექვემდებარება სახლის იზოლირებულ რეჟიმს“, – წერს „იუვენტუსის“ ვებგვერდი.
ფეხბურთელმა კი ინსტაგრამში დაწერა:
„ჩემი სახე ყველაფერს ამბობს: COVID-19-დან საბოლოოდ განვიკურნე“.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა კორონავირუსს 21 მარტიდან ებრძოდა.