ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ ლუკას ვასკესთან ცნობილ ეპიზოდზე ისაუბრა.
მაროკოელმა ესპანელზე თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ამის წყალობით „რეალმა“ „იუვენტუსი“ ორი მატჩი ჯამში დაამარცხა.
„რონალდუმ მეორე სართულზე ალექს სანდროს აჯობა, ჯორჯო ნახევამცველის პოზიციაზე იყო ასული და ვიფიქრე, რომ საფრთხე არსებობდა. ამიტომ ვცდილობდი ვასკესზე შეხების გარეშე დამესწრო. ის კი გაოცებული სახით მაშინვე მიწაზე დაეცა. ვაღიარებ, რომ ბარძაყზე შევეხე, მაგრამ როდესაც ასეთ დროს პენალტს ნიშნავ, დარღვევა აშკარა უნდა იყოს. არ მსურს პოლემიკაში შევიდე, მაგრამ მადრიდში უცნაური რამ პირველად არ გვინახავს“, – აღნიშნა ბენატიამ.