მთავარი / სიახლეები / იულიანო: “5 მაისის სკუდეტოს ჩემპიონთა ლიგაზე გავცვლიდი”

იულიანო: “5 მაისის სკუდეტოს ჩემპიონთა ლიგაზე გავცვლიდი”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მარკ იულიანომ 5 მაისის 18 წლისთავთან დაკავშირებით იტალიურ მედიასთან ისაუბრა და მთელი ინტერვიუ იმ დღის პერიპეტიებს დაეთმო.

თუმცა, იულიანომ სინანული გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის სამი და ევროპის ჩემპიონატის წაგებული ფინალების გამო. იტალიელის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე 5 მაისის სკუდეტოს გაცვლიდა.

– როგორი იყო თამაშამდე ვითარება? გჯეროდათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა?

– ფანტასტიკური სეზონი არ გვქონია, რამდენიმე თამაშში ქულები უაზროდ დავკარგეთ. კულმინაცია იყო „პარმასთან“ წაგება, სადაც მართლაც ცუდად ვითამაშეთ. სეზონის დასრულებამდე 6-7 თამაში რჩებოდა და მარჩელო ლიპიმ გვითხრა, რომ არ უნდა დავნებებულიყავით, გვეცადა ყველა მატჩის მოგება და შემდეგ დავლოდებოდით რა მოხდებოდა. ჩვენი საშინაო დავალება უნდა გაგვეკეთებინა, მერე გვენახა რა მოხდებოდა. ამის გაკეთება შევძელით და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვიცით.

– უდინეში სწრაფი გოლებით „ინტერს“ მესიჯი გაუგზავნეთ?

– კარგად ვითამაშეთ, „ინტერს“ საკუთარ თამაშზე უნდა ეფიქრა, უნდა მოეგო, რადგან ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში მათ ფრე არ ეყოფოდათ. მოვიგეთ, სწრაფი გოლები გავიტანეთ, შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით, რადგან მახსოვს, რომ უდინეში საშინლად ცხელოდა. წარმომიდგენია, რომში რა იქნებოდა…

– მოედანზე ატმოსფერო როგორი იყო? როგორ რეაგირებდით „ლაციოს“ გოლებზე?

– ჩვენ ყველაფრისგან იზოლირებული ვიყავით, არ გვინდოდა რამე გაგვეგო, მაგრამ გულშემატკივარი ზეიმობდა და ყველაფერი ნათელი ხდებოდა. 4:2-ზე იმედი გამყარდა და დიდი ზეიმი დაიწყო. ძალიან დიდი სიხარული იყო, ჩვენ იგივე ორი წლით ადრე პერუჯაში გამოვლილი გვქონდა, მაგრამ ამჯერად სწორი პროგრამა გვქონდა და კარგად ვითამაშეთ.

– ვინ აღნიშნა გამარჯვება ყველაზე მეტად?

– კოლექტიური ზეიმი იყო, მოულოდნელი ფიესტა. ეს იყო ერთიანი, შეკრული გუნდი, ყველა ერთად ვზეიმობდით გასახდელში. „იუვეში“ გამარჯვებას ყოველთვის მაშინვე აღვნიშნავდით, რადგან მეორე დღეს დაუყოვნებლივ მომდევნო სეზონზე ვფიქრობდით. თუმცა, ეს მშვენიერი დღე იყო.

– რა ეფექტი აქვს 18 წლის შემდეგ ამ თამაშზე ფიქრს?

– ემოციები ცოტა შესუსტდა. მეტოქის შემადგენლობაც კი აღარ მახსოვს. ზოგჯერ მგონია, რომ ბირჰოფის შეჩერება მიწევდა, მაგრამ „უდინეზეში“ მოედანზე სოსა და დი მიკელე იყვნენ. ხვდები, რომ ტრივიალური რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ ზოგჯერ პირიქით იყო, ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი წავაგე, სამი ფინალის წაგება კი ადვილი არაა, ამას ევრო 2000-ის ფინალსაც თუ დავუმატებთ, ეს რჩება მთავარ სინანულად. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ, რაც ჩემს კარიერაში გავაკეთე, რაც მოვიგე, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალის და ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგება, რომელიც თითქმის მოგებული გვქონდა, ძალიან რთულია. ეს ლაქებია, რომელიც დამრჩება. იქამდე მისასვლელი გზა დიდებული იყო, რადგან იქამდე მისვლა ადვილი არასდროსაა. მაგრამ საბოლოოდ ერთი გუნდი იგებს და მშრალდ თამაშში წაგებაც ხდება.

– 5 მაისს გაცვლიდით ჩემპიონთა ლიგაზე?

– დიახ, დიახ, რადგან სკუდეტო კიდევ სამჯერ მაქვს მოგებული, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი ცხოვრების დაგვირგვინება იქნებოდა. შესაბამისად, ნამდვილად გავცვლიდი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …