Sport Mediaset-ის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანი ბალცარინი „იუვენტუსის“ სატრანსფერო პოლიტიკას აფასებს. მისი თქმით, ყველაზე არაპროგნოზირებადი სატრანსფერო პოლიტიკაა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
„ყველაზე რთულად გასაგები სატრანსფერო ბაზარია ბოლო 20 წლის განმავლობაში. გუშინ ოთხი ფეხბურთელი ახლოს იყო პრემიერლიგაში გადასვლასთან, მაგრამს აბოლოოდ ერთიც არ გადასულა. ბოლო წლებში არასდროს მინახავს „იუვენტუსი“ ამდენ ფეხბურთელს ინარჩუნებდეს. ალბათ, არსებობს რაღაც სტრატეგია.
დიბალამ ხელმძღვანელობისგან თავი ზედმეტად იგრძნო და ამის გამო „ინტერში“ წასვლის სურვილი აქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის, განსაკუთრებით ლუკაკუს ტრანსფერის გამო, რთულად წარმოსადგენია, რომ „ნერაძურიში“ გადავიდეს. იკარდი? ინტერესი არსებობს და „იუვე“ ელოდება ფასის დაცემას, თუმცა არ ვიცი „ინტერს“ აქვს თუ არა სურვილი ბაზრის ბოლო დღეებში გაყიდოს“, – თქვა ბალცარინიმ.