იტალიის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის კალენდარული ტურის მატჩი „იუვენტუსმა“ „ფიორენტინას“ წინააღმდეგ „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატარა და უშუალო კონკურენტი სოფი პედერსენის გოლით დაამარცხა.
კლუბის ხელმძღვანელობამ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ქალთა გუნდმა „იუვეს“ მთავარ საშინაო არენაზე პირველად ითამაშა. მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია.
თამაშს 39 027 მაყურებელი დაესწრო და რეკორდი დამყარდა. აქამდე იტალიაში ქალთა საფეხბურთო მატჩს ამდენი მაყურებელი არასდროს დასწრებია.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ ქალთა საფეხბურთო ძალიან ახლოსაა ჩემპიონობასთან, რადგან სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს.