მოიზე კინი, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ეს აქამდეც ცნობილი გახლდათ. 2017 წელს, ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში სერია A-ში სადებიუტო გოლი გაიტანა („ბოლონიასთან“). გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ ის „ვერონაში“ გაანათხოვრა და გოლების გატანა იქაც გააგრძელა.
თუმცა, ბოლო პერიოდში მან ძალიან მოუმატა. „უდინეზესთან“ დუბლის შემდეგ კინმა იტალიის ნაკრებშიც შეძლო სადებიუტო გოლის გატანა. დედამისი, იზაბელა კი, „იუვეს“ ემადლიერება და ამბობს, რომ მისი შვილი ტურინში კაცად იქცა.
„ბედნიერი ვარ, უბედნიერესი. მან დილით დმაირეკა და კიდევ გახარებული იყო სადებიუტო გოლით. ვუთხარი, რომ ასე გააგრძელოს, მოუსმინოს ყოველთვის მწვრთნელებს და დიდ თანაგუნდელებს. „იუვენტუსის“ წყალობით მოიზე ადამიანად ჩამოყალიბდა“, – განუცხადა დედამისმა Tuttosport-ს.