მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იუვე” ისტორიას წერს და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს”

დელ პიერო: “იუვე” ისტორიას წერს და ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო მადრიდულ გამოცემა Marca-ს ესაუბრა. ინტერვიუ ძირითადად „იუვენტუსზე“ საუბარს დაეთმო და საინტერესოც გამოვიდა.

„ატლეტიკოსთან“ ქამ-ბექი – ჩემთვის დიდი სიურპირიზი არ ყოფილა, რადგან ვიცნობ „იუვეს“ და ვიცი მის მენტალიტეტს რისი გაკეთება შეუძლია. ეს ადვილი არ იყო, თუმცა იდეალური თამაში ჩაატარეს, გამოიყენეს საგოლე მომენტები და „ატლეტიკო“ მოედნიდან გააქრეს.

რონალდუს ჰეთ-თრიქი – სწორედ ამიტომ შეიძინა „იუვემ“. ჩემპიონია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოიგო და იცის, როგორ ითამაშოს ასეთი რთული ტიპის მატჩებში. ის მიზანზეა კონცენტრირებული და „იუვენტუსმაც“ ამიტომ იყიდა. მისი „იუვეში“ გადმოსვლა თუ გამიკვირდა? – დიახ, მაგრამ დიდად არა. კრიშტიანუს შეეძლო ნებისმიერი გუნდი აერჩია, მაგრამ „იუვე“ აირჩია კარგი წინადადებით. კმაყოფილი ვარ იმით, რაც გააკეთა და იმედია, „იუვეს“ ქომაგებს კიდევ უფრო გააბედნიერებს.

წაგებული ფინალები – რატომ წააგო „იუვემ“ ამდნეი ფინალი? ყველა ფინალი განსხვავებულია. ზოგჯერ ფავორიტები არ ვიყავით, ზოგჯერ კი უბრალოდ ცუდი საღამო გვქონდა. რთულია ამას ახსნა მოუძებნო, მაგრამ ფინალში გასვლაც დიდებული შედეგია. ბოლო ნაბიჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „ბიანკონერი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ბოლო ოთხ სეზონში ორჯერ იყო ფინალში, ზედიზედ 7 სკუდეტოც მოიგო და ეს „იუვე“ ისტორიას წერს. თუ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ კატასტროფა იქნება? – კატასტროფა ცუდი სიტყვაა. პროექტის მიხედვით რონალდუ ლიგის გამო დაიმატეს, მან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუ პირველივე წელს მოახერხებს მოგებას, კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ზიდანი – „რეალის“ მისი დაბრუნება ჩემთვის სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე ველოდებოდი. ზიზუს მადრიდი უყვარს, თავის ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობს და კლუბთან კარგი ურთიერთობა აქვს. ვფიქრობ, ფლორენტინო პერესს ნათელი იდეები აქვს და ეს ჭკვიანური გარიგება იყო. ზიდანი „იუვეში“? – ზიზუ ჩემი მეგობარია, გამიხარდება თუ ეს მოხდება, ვნახავთ ერთმანეთს, ლუდს დავლევთ. თუმცა, „იუვეს“ ახლა შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც კარგად მუშაობს.

დიბალა – პაულო ჩემგან განსხვავებული 10 ნომერია, თამაშობს სხვა ეპოქაში და სხვა სტილის ფეხბურთს. ახლა მისი მომენტია და მომწონს მისი თამაშის ყურება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …