მთავარი / სიახლეები / “იუვეს” პირველი არჩევანი ვარანია

“იუვეს” პირველი არჩევანი ვარანია

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს. ამ ეტაპზე მთავარი კანდიდატები მატის დე ლიხტი და რაფაელ ვარანი არიან, თუმცა ფავორიტად ფრანგი სახელდება.

დე ლიხტი ახლოსაა „ბარსელონაში“ გადასვლასთან და ამიტომ, ფაბიო პარატიჩის სიაში ვარანი პირველი ნომერია. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს „რეალის“ დატოვება რომ სურს, ამის შესახებ ესპანური მედიაც წერდა. მისი ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს.

„იუვენტუსს“ მცველის ყიდვა კონკურენციის გამო აქვს განზრახული. ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მოწოდების სიმაღლეზე არიან, მაგრამ უკვე ასაკში იმყოფებიან. ლეონარდო 32 წლისაა, ჯორჯო – 35 წლის. მეჰდი ბენატიას გუნდიდან წასვლის შემდეგ კი, მცველის დამატება დღის წესრიგში დადგა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მარტინ კასერესის საუკეთესო წლები ჩავლილია, ხოლო ანდრეა ბარძალი ტრავმიანობს და ალბათ ზაფხულში გუნდსაც დატოვებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „იუვემ“ დანიელე რუგანის ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ამ სეზონში ბონუჩი-კიელინის ერთადერთი რეალური ალტერნატივაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …