დუგლას კოშტას მსურველთა რიცხვი იზრდება. Tuttosport-ის ცნობით, „ინტერს“, „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და პსჟ-ს, ლონდონის „ტოტენჰემიც“ დაემატა. სწორედ ეს გუნდები არიან დაინტერესებულნი „იუვენტუსის“ ბრაზილიელი შემტევის სამსახურით.
აღსანიშნავია, რომ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში „იუვემ“ მოლაპარაკებებზე თანახმაა. დუგლასს მიმდინარე სეზონი სრულად ჩაუვარდა. ხშირად ლაზარეთში იმყოფება და ამიტომ არაა გამორიცხული გუნდმა გაასხვისოს, ხოლო მი შემცვლელად ფედერიკო კიეზა განიხილება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დუგლას კოშტა 2017 წელს „ბაიერნიდან“ ინათხოვრა, ხოლო გასულ ზაფხულს გამოისწყიდა.